სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "300 არაგველი გიყვართ ძალიან, ტატამზე სამასმეერთე არაგველი ხართ?" - რა პასუხი გასცა ბექაურმა

    "300 არაგველი გიყვართ ძალიან, ტატამზე სამასმეერთე არაგველი ხართ?" - რა პასუხი გასცა ბექაურმა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

    მან ერთ-ერთ ინტერვიუში 300 არაგველზე ისაუბრა.

    ჟურნალისტი: მითხრეს, რომ 300 არაგველი გიყვართ ძალიან. ტატამიზე სამასმეერთე არაგველი ხართ?

    "არა! 300-ში პირველი არაგველი! გამარჯვებაში დახმარებას ყოველთვის წმინდა გიორგის ვთხოვ, ღმერთს არ ვაწუხებ. თან ღვთისმშობლისა და 300 არაგველის ხატი დამაქვს. ძიუდო 2016 წლიდან შემიყვარდა, როცა პირველი საერთაშორისო ტურნირები მოვიგე. მერე ჭაბუკებში, ახალგაზრდებში, ევროპა-მსოფლიო, მასტერსი, და წავიდა!

    მანდ მივხვდი, რომ რაღაცნაირად იყო საქმე! არ ვიცი, რა ვთქვა, ღმერთი მფარველობს, აბა ამ ხელით ოლიმპიადა როგორ მოვიგე?

    მარტო არ ვიყავი, ზურა მუდამ უკან დამდევდა, ტელეფონში 300 არაგველებზე სიმღერას მირთავდა და მასმენინებდა. გიჟივით გავდიოდი! იმ მომენტში იმდენ რამეზე ფიქრობ… გადავხედე ჩემს ცხოვრებას და გავიფიქრე: რამდენი იწვალე, რამდენი იბრძოლე, რამდენჯერ მშიერმა, გაყინულმა, ბოლოს ტრავმირებულმა გაუძელი და ეს ყველაფერი ამ დღისთვის!", - თქვა ლაშამ.