სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვერ საუბრობს, ვერ ხედავს... რეანიმაციაშია!“ - ბატუტზე დაშავებული დანიელის მდგომარეობა

    "ვერ საუბრობს, ვერ ხედავს... რეანიმაციაშია!“ - ბატუტზე დაშავებული დანიელის მდგომარეობა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    12 მარტს, ბათუმში საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

    ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც ატრაქციონზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. 10 წლის დავითი გარდაიცვალა, რაც შეეხება მის ძმას, სამი წლის დანიელს, მძიმედ დაშავდა. ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე 64 წლის კაცი დააკავეს.

    3 წლის დანიელ ბერიძე უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში. იქ გადიოდა მკურნალობას, ამჟამად ბავშვი ბათუმის კლინიკაში წევს და მას აქ მკურნალობენ.

    შოთო სიხარულიძე ბათუმში დაშავებული მცირეწლოვნის, 3 წლის დანიელის ჯანმრთელობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

    „საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ვწერ - დანიელი რეანიმაციაშია, შესვლა შეუძლებელია. ემიგრანტებო ვესაუბრე მშობლებს. დანიელი ამოძრავებს ხელს, ფეხს, ფეხზე ვერ დგება და ვერ ჯდება. ვერ საუბრობს და ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ვერ ხედავს, მხედველობის პრობლემა აქვს... იმედს არ ვკარგავთ, რომ დანიელი გამოჯანმრთელდება და უფლის წყალობით, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება...

    ამ ეტაპზე, მდგომარეობა ასეა, როგორ იქნება მომავალში, მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას. ექიმები ვერაფერს გვეუბნებიან. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, სიმართლე არის ეს! გთხოვთ, თავი შეიკავოთ დეზინფორმაციის გავრცელებისგან! მხოლოდ და მხოლოდ ლოდინია საჭირო.. ვლოცულობთ, რომ დანი გამოჯამრთელდეს..“ - წერს შოთო სიხარულიძე.

    ცნობისთვის, ოჯახს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება ↓

    მიმღები: თაზო ბერიძე (მამა)

    GE67TB7699245068100030 თიბისი

    GE20BG0000000545804997 საქართველო