სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეროვნული გამოცდებიდან 4 აბიტურიენტი მოხსნეს - იხილეთ მიზეზები

    ეროვნული გამოცდებიდან 4 აბიტურიენტი მოხსნეს - იხილეთ მიზეზები
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2022 წლის ეროვნული გამოცდებიდან დარღვევის გამო 4 აბიტურიენტი მოიხსნა. მათ შორის, ერთი – ტელეფონის ფარულად შეტანის, მეორე კი დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. ხოლო 2 აბიტურიენტის მოხსნის მიზეზი ის გახდა, რომ მათი ოჯახის წევრები გამოცდაზე მათ ნაცვლად შესვლას ცდილობდნენ.

    აღნიშნული ინცინდენტების შესახებ,სოფო გორგოძემ დღეს, 8 ივლისს 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მისვლის შემდეგ ისაუბრა.

    "ეს კვირა რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი, გვაქვს 95%-იანი გამოცხადება. სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები. ამ დრომდე გვაქვს სულ 19 დაგვიანება. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს“, – განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

    მისი ინფორმაციით, უშუალოდ საგამოცდო პროცესისას აღმოჩენილი დარღვევების მიზეზით, გამოცდიდან 4 აპლიკანტი მოხსნეს.

    „აქვე მინდა ვთქვა, რომ გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე – დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი, მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი. მინდა, გავაფრთხილო კიდევ ერთხელ აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე, ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა აღკვეთილია და ორივე პირი მოხსნილია გამოცდიდან – ორივე წევრი იყო დარეგისტრირებული“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

    გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებითი სესიების გამართვის შესახებ და განაცხადა, რომ ცენტრს უკვე ათეულობით აპლიკანტმა მიმართა.

    „მოგეხსენებათ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ აპლიკანტს დადასტურებული აქვს კოვიდი გამოცდის დღეს, მას ჩვენ მოვიწვევთ დამატებით სესიაზე. ამ დროისთვის ნამდვილად გვაქვს განცხადებები შემოსული. შეიძლება ითქვას, რომ უკვე რამდენიმე ათეული. რაც შეეხება მათ საგამოცდო განრიგს, ჯერ არ არის განსაზღვრული და მოგვიანებით გახდება ცნობილი.
    ძირითადი სესიები აბიტურიენტებისთვის დასრულდება 22 ივლისს. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ის აბიტურიენტები, რომლებსაც მათემატიკა აქვთ არჩეული ერთ-ერთ სავალდებულო საგნად და შემდეგი კვირის დასაწყისში ჩააბარებენ უცხოურ ენას, უკვე ორშაბათს მორჩებიან გამოცდებს. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ აბიტურიენტების ნაწილს ეხება." - განაცხადაგორგოძემ.

    წყარო: edu.aris.ge