სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები“ - რა სიმპტომები ახასიათებს ალცჰაიმერის დაავადბას

    „ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები“ - რა სიმპტომები ახასიათებს ალცჰაიმერის დაავადბას
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ერთ-ერთი სახეა და მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითებაა დამახასიათებელი. თავდაპირველად სიმპტომები მარტივი და მსუბუქი სახით ვლინდება და შემდეგ თანდათან მატულობს. რამოდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა და სხვა.

    არსებობს ალცჰაიმერის სუსტი ფორმა, რომელიც 2-დან 4 წლამდე გრძელდება. მისი ნიშნებია: ენერგიის ნაკლებობა, სამსახურებრივი და სოციალური აქტივობებისადმი ინტერესის დაქვეითება, ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების დავიწყება, მეტყველებისა და სხვისი ნათქვამის გაგების გაძნელება, კოორდინაციის პრობლემები, ყოველდღიური საქმიანობისთვის თავის გართმევის გართულება, გუნება-განწყობის ცვლილებები, მათ შორის ინტერესის, დაკარგვა და დეპრესია, ავტომობილის მართვისას ნაცნობ ადგილებში დაკარგვა.

    ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აუცილებლად ალცჰაიმერის ქონას არ ნ იშნავს, რადგან მსგავსი შემთხვევები ხვა დავადებებსაც ახასიათებს.

    საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის შემთხვევაში ადამიანის მეხსიერება უკვე საგრძნობლად უარესდება და ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. ის 2-დან 10 წლამდე გრძელდება. ამ დროს ხშირად ავიწყდებათ წარსულის ამბები, ვერ ცნობენ ოჯახის წევრებს და ა.შ.

    მწვავე ალცჰაიმერს რაც შეეხება, ის 1-დან 3 წლამდე პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს. მისი ნიშნებია: წარსულისა და აწმყოს ერთმანეთისგან გარჩევის პრობლემები, თვითგამოხატვის, გახსენებისა და ინფორმაციის გადამუშავების სირთულეები, ყლაპვის გაძნელება და კუჭ-ნაწლავისა თუ თირკმლების მოქმედების ვერ გაკონტროლება, წონის კლება, კანის ინფექციები, სპაზმები და სხვა ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები. დამოუკიდებლად გადაადგილების გაძნელება.