სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პრაიმ ჰაუსი" პაატა თედიაშვილმა დატოვა- ნახეთ რა კომენტარი გააკეთა ამაზე

    "პრაიმ ჰაუსი" პაატა თედიაშვილმა დატოვა- ნახეთ რა კომენტარი გააკეთა ამაზე
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „პრაიმ ჰაუსმა“ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი, 1 თვე გაალამაზა. მომცა საშუალება, ჩემი მონოლოგებით მიმემართა ხალხისთვის, გამომეხატა ჩემი თავი ისეთი რეალურად, როგორიც ვარ. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პროექტმა. მე ყველას მადლობელი ვარ, პროექტის, ყველა მონაწილის და ხალხის, რომელმაც ერთი სმსიც გამომიგზავნა. ცხოვრება გრძელდება. ყველაფერს ველოდებოდი, იმიტომ რომ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე.“ - აცხადებს მომღერალი.

    შეგახსენებთ, რომ პაატა საკმაოდ აქტიური მონაწილე იყო, ბევრი სკანდალითა და სასიყვარულო ურთიერთობით. პაატას რომანი ქინქისთან ჰქონდა, თუმცა მათ შორის ურთიერთობა მალევე დაიძაბა. გარდა ამისა პაატას მონაწილეები ადანაშაულებდნენ კოალიციის შექმნაში და საბოლოოდ მონაწილე აუტსაიდერების სკამზეც აღმოჩნდა.