სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: “ვიცი რომ სააკაშვილი უფრო მეტად გიყვარს”- რას ეუბნება ივანიშვილი პატრიარქს

    VIDEO: “ვიცი რომ სააკაშვილი უფრო მეტად გიყვარს”- რას ეუბნება ივანიშვილი პატრიარქს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს საუბრის ჩანაწერს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პატრიარქვს მიმართას: "ვიცი, რომ სააკაშვილი უფრო მეტად გიყვარს".

    მიხეილ სააკაშვილს პასუხი კი ასეთია: “უფრო მეტად რატომ ვუყვარვარ”- ვიდეო დამონტაჟებულია და არ ჩანს რა თემაზე მიმდინარეობდა საუბარი. ასევე, უცნობია რა უპასუხა პრეზიდენტს და პრემიერს ილია მეორემ.

    ქვეყნის პირველი პირები – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს, 2013-ში, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ძალაუფლება გადაიბარა , საპატრიარქოს რეზიდენციაში პატრიარქებთან ერთად შეხვდნენ.

    „ 2013 წელი ყოფილიყოს სიყვარულის წელი! ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს გვაქვს ვალდებულება გავაგრძელოთ ის სიყვარული, რაც ჩვენმა უწმინდესმა გვაჩუქა და ამ სიყვარულით უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავაწყნაროთ ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ სიყვარულით გავაგრძელოთ ცხოვრება,“ –ასე მიიულოცა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში შეკრებილ სასულიერო პირებს 2013 წლის დადგომა.