სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება… ზუსტად ვიზუალის გამოა დაჭერილი” – დაკავებული ლაზარეს მამა

    "ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება… ზუსტად ვიზუალის გამოა დაჭერილი” – დაკავებული ლაზარეს მამა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება – ზუსტად ვიზუალის გამოა დაჭერილი” – ამის შესახებ “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ განაცხადა.

    „რა თქმა უნდა, თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვ. ორი დღეა ცუ­დად ვარ, მაგ­რამ გავ­მაგრდე­ბი. ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემ შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი. ჩემ შვილ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ მქო­ნია, უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რად ვა­რი­გებ­დი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ია­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლა­დობ­და თუ არა ის პო­ლი­ცი­ელ­ზე, ჯერ არ ვი­ცით, ალ­ბათ, დაგ­ვიმ­ტკი­ცე­ბენ. ჩემი შვი­ლი არ­ცერთ პარ­ტი­ა­ში არ იყო. როცა ნა­ხავ­და ტე­ლე­ვი­ზი­ით, რომ რო­ბო­კო­პე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან ხალ­ხის და­სარ­ბე­ვად, იც­ვამ­და და მო­დი­ო­და, ხალ­ხის გვერ­დით დგე­ბო­და. იქ არ იყო მი­სუ­ლი ვი­ღა­ცის და­ძა­ხე­ბით, ნახა, რომ დარ­ბე­ვის ვა­რი­ან­ტი იყო, გა­მო­ვარ­და სახ­ლი­დან და დად­გა რუს­თა­ველ­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ბექა გრი­გო­რი­ა­დის­მა.

    შეგახსენებთ, რომ ლაზარეს გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაწყებულია აქციები პარლამენტთან