სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას დახმარება სჭირდება - იხილეთ მიზეზი

    "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას დახმარება სჭირდება - იხილეთ მიზეზი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძეს დაუსვეს იშვიათი დიაგნოზი:

    "იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით. საქართველოში ჩატარებულმა ოთხთვიანმა მკურნალობამ სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო, პრეპარატებმა გამოიწვია ძლიერი რეაქცია, რამაც ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა.

    პატარა ნინას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა, რადგან ნინას აქვს მაღალი ტემპერატურა, გადიდებულია ღვიძლი, გულის პერიკარდში ჩამდგარია სითხე. ბავშვს აქვს გამონაყარი და განიცდის სახსრების ძლიერ ტკივილს. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება, დაგვიდგეთ გვერდში, რათა ყველამ ერთად შევძლოთ 2 წლის ნინა სანდოხაძეს გამოჯანმრთელება", - წერს "ტორპედოს" გვერდი სოციალურ ქსელში.

    ანგარიშის ნომრები:

    GE58TB7854045061100013
    მიმღები: მარიამ კუტალაძე

    GE25BG0000000163049600
    მიმღები: ნიკა სანდოხაძე