სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ქართველი სპორტსმენის უახლესი კადრები - ალექსანდრე წივწივაძე რეაბილიტაციას წარმატებით აგრძელებს

    VIDEO: ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ქართველი სპორტსმენის უახლესი კადრები - ალექსანდრე წივწივაძე რეაბილიტაციას წარმატებით აგრძელებს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცნობილი რუსთაველი სპორტსმენი, ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა.

    შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა და თავდაპირველად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურზე ბევრად მძიმე იყო.

    ალექსანდრეს ჩაუტარდა კვლევები და დაფიქსირდა გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. იგი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მომზადების შემდგომ, ჩაუტარდა ოპერაცია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.

    შეგახსენებთ, ალექსანრე წივწივაძე კანოე-კაიაკში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონია.

    იგი რეაბილიტაციის კურსს საკმაოდ წარმატებით გადის, გთავაზობთ ვიდეოს: