სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ეს ცხოვრებაშიც სანდრო ყოფილა" - კომენტარი ჯაბა კილაძის სახალისო ვიდეოზე

    VIDEO: "ეს ცხოვრებაშიც სანდრო ყოფილა" - კომენტარი ჯაბა კილაძის სახალისო ვიდეოზე
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჯაბა კილაძე ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია, რომელიც საზოგადოებამ ყველაზე კარგად სერიალ "შუა ქალაქიდან" გაიცნო.

    სერიალი დროის გასვლის მიუხედავად დღემდე ძალიან აქტუალურია, რადგან ყველა თაობის წარმომადგენლისთვის სასიამოვნო საყურებელია. სერიალთან ერთად მისი მსახიობებიც დღემდე არიან ყურადღების ცენტრში და მათი ყოველდღიურობა ყველასთვის ძალიან საინტერესოა.

    ჯაბა კილაძე ამჯერად ინდოეთში მოგზაურობს და ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს, სადაც იქაურ კულტურას, ცხოველებსა და გარემოს აცნობს საზოგადოებას.

    ერთ-ერთ ასეთ ვიდეოეზე ჯაბას შემდეგ კომენტარს უწერენ: "ეს ცხოვრებაშიც სანდრო ყოფილა." - კომენტარი მსახიობის ხუმრობას მოჰყვა.