სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: “ფოლკლორის სკოლაში ლევან კბილაშვილის სტიპენდია წესდება”

    VIDEO: “ფოლკლორის სკოლაში ლევან კბილაშვილის სტიპენდია წესდება”
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გასული წლის 23 ივ­ნისს, 31 წლის ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. მე­გობ­რებ­მა მას შემ­დეგ, რაც მათ ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და, შინ მი­ა­კი­თხეს და სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს.

    იმ­ჟა­მად გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის უამ­რა­ვი ვერ­სია გავ­რცელ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ კო­ვი­დის შემ­დეგ ძვლის დაშ­ლა და­ე­მარ­თა. თუმ­ცა ლე­ვანს წინა დღეს კონ­ცერ­ტი ჰქონ­და, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა...

    მოგვიანებით ლე­ვა­ნის დედამ, მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძემ თქვა, რომ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი და ანევ­რიზ­მა გახ­და.

    ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა გადაცემაში „შენი შუადღე“ დაღუპული ახალგაზრდა მომღერლის, ლევან კბილაშვილის სახელობის პრემიის დაწესება დააანონსა.

    ნახეთ ვიდეო: