სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს და თბილისს“ - კახა კალაძე გარდაცვლილზე

    „ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს და თბილისს“ - კახა კალაძე გარდაცვლილზე
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

    „ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ცნობილი სპორტული კომენტატორი, საპატიო თბილისელი ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს და თბილისს.

    ბატონი ჯამლეტის ცხოვრება და საქმიანობა მაგალითია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი საქმე და ქვეყანა. უდიდესია ჯამლეტ ხუხაშვილის წვლილი, არა მხოლოდ ქართული სპორტის განვითარებაში, არამედ ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებასა და ორი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებაში.
    ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის წევრების, სპორტული საზოგადოების, ქართველ ებრაელთა სათვისტომოს, მთელი ქვეყნის გულისტკივილს.“ - წერს კალა კალაძე.

    შეგახსენებთ, რომ 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.

    ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.