სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სიახლე ტაქსის მძღოლებისთვის

    სიახლე ტაქსის მძღოლებისთვის
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე ტაქსისთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სიახლეზე ისაუბრა.

    1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის - taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რასაც ეს ეტაპი ითვალისწინებს.

    „ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინსტრუქცია. მინდა, თითოეულ ტაქსის მძღოლს და ნებართვის მფლობელს წარმატებები ვუსურვო ახალი სისტემით საქმიანობაში. 1-ლი აპრილიდან ასევე ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობას აძლევს, მგზავრი აიყვანოს და ჩამოსვას ე.წ. „ბასლეინში“, - განაცხადა კახა კალაძემ.