სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჩვენი ძმა და უფროსი მეგობარი იყო."- "ჩელეს" გულისამაჩუყებელი კომენტარი ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებაზე

    „ჩვენი ძმა და უფროსი მეგობარი იყო."- "ჩელეს" გულისამაჩუყებელი კომენტარი ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებაზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.

    ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1998 წელს იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი.

    „ჩვენი ძმა და უფროსი მეგობარი იყო."- "ჩელეს" გულისამაჩუყებელი კომენტარი ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებაზე


    ლეგენდარული კომენტატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ (ჩელე) ჩელებაძემ შედეგი კომენტარი გააკეთა:

    ძალიან მეწყინა, ჩვენი უახლოესი მეგობარი, ჩვენი ძმა და უფროსი მეგობარი იყო. ქართული სპორტის და ჩვენი „დინამოს“ ნომერ პირველი გულშემატკივარი. ძალიან მაგარი კაცი იყო, გული დამწყდა, თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა მის ოჯახთანაც, ვუსამძიმრებ მთელ ოჯახს და საქართველოს. რას იზამ, რთულია, ამ ვერაგ ავადმყოფობას მოერიო. როგორც ვიცი, სიმსივნე ჰქონდა და ბოლო ხანებში, შეუძლოდ იყო. ბოლოს შარშანწინ, 13 მაისს შევხვდით ერთმანეთს, ყველა ერთად ვიყავით ტელევიზიაში. ცოტა შეუძლოდ კი იყო, მაგრამ ვაჟკაცურად გამოიყურებოდა.



    ჩვენი ძმა იყო, სულ გვერდში გვედგა. საბჭოთა კავშირის დროს, სადაც წავიდოდით, ყველგან ჩვენ გვერდით იყო, ყველგან დაგვყვებოდა. თითქმის ყველა დიდ თამაშებზე დაგვყვებოდა. მიმაგრებული იყო თბილისის „დინამოზე“. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ამ სასწაულად კეთილი და თბილი ადამიანის გარდაცვალებას!