სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “თურმე რამდენ ადამიანს სწყდება გული ასე ჩუმად რომ წახვედი..” – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური მიმართვა

    “თურმე რამდენ ადამიანს სწყდება გული ასე ჩუმად რომ წახვედი..” –  ლევან კბილაშვილის დედის ემოციური მიმართვა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გასული წლის 23 ივ­ნისს, 31 წლის ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. მე­გობ­რებ­მა მას შემ­დეგ, რაც მათ ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და, შინ მი­ა­კი­თხეს და სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს.

    იმ­ჟა­მად გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის უამ­რა­ვი ვერ­სია გავ­რცელ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ კო­ვი­დის შემ­დეგ ძვლის დაშ­ლა და­ე­მარ­თა. თუმ­ცა ლე­ვანს წინა დღეს კონ­ცერ­ტი ჰქონ­და, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა...

    მოგვიანებით ლე­ვა­ნის დედამ, მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძემ თქვა, რომ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი და ანევ­რიზ­მა გახ­და.

    ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა გადაცემაში „შენი შუადღე“ დაღუპული ახალგაზრდა მომღერლის, ლევან კბილაშვილის სახელობის პრემიის დაწესება დააანონსა.

    მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის გადაწყვეტილება, რომ ფოლკლორის სკოლაში ლევან კბილაშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდება ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს:

    “თურმე რამდენ ადამიანს უყვარხარ, თურმე რამდენი ადამიანი აფასებს შენს ნიჭს,თურმე რამდენ ადამიანს სწყდება გული ასე ჩუმად რომ წახვედი 😭 უსიტყვოდ, შენს საყვარელ და მონატრებულ სმშობლოში რომ ვერ მოასწარი ერთი შენებური, სასწაული კონცერტის გამართვა😭 მადლობა გიორგი 💔 მადლობა ბიჭებო💔 მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე განიცდის და უყვარს ლევანიკო და მისი შემოქმედება😭😭😭”- წერს ქალბატონი მელიდა.