სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა შეუძლია მუსიკას?

    რა შეუძლია მუსიკას?
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიფიქრიათ თუ არა, რომ მუსიკა არა მხოლოდ ხელოვნების ნაწილი , არამედ ადამიანისთის საჭირო ფიზიკურ-ფსიქოლოგიური სარგბელის მომტანი თერაპიაა,
    2006 წელს UCF-ის ორი პროფესორი - ნეირომეცნიერი კიმინობუ სუგაია და მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე აიაკო იონეტანი უძღვებოდნენ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურსს „მუსიკა და ტვინი“ The Burnett Honors კოლეჯში.
    ისინი იკვლევდნენ , თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ტვინის ფუნქციასა და ადამიანის ქცევაზე, სტრესის, ტკივილისა და დეპრესიის სიმპტომებზე. დადგენილია, რომ მუსიკაზე დადებითად რეაგირებენ ნეიროდეგენერაციული დაავადებების მქონე ადამიანები, როგორიცაა ალცჰეიმერი და პარკინსონი.
    „როგორც წესი, გვიან ეტაპებზე, ალცჰეიმერის პაციენტები არ რეაგირებენ“, - ამბობს სუგაია. „მაგრამ როგორც კი გაუკეთებ ყურსასმენებს, რომლებიშიც მათი საყვარელი მუსიკა ესმით, თვალები უნათდებათ. იწყებენ მოძრაობას და ხანდახან სიმღერას. მუსიკის გამორთვის შემდეგაც კი, ეფექტი გრძელდება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

    რომელი ჟანრის მუსიკა მოქმედებს საუკეთესოდ?

    არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს როკ-ენ-როლი, ჯაზი, ჰიპ-ჰოპი თუ კლასიკური, ეს დამოკიდებულია თქვენს პირად შეგრძნებაზე , მკვლევარები კი თვლიდნენ, რომ კლასიკური მუსიკა აძლიერებს ტვინის აქტივობას და მსმენელს უფრო ჭკვიანს ხდის, ფენომენს, რომელსაც მოცარტის ეფექტს უწოდებენ. ბოლო კვლევებში მათ აღმოაჩინეს, რომ დემენციის მქონე ადამიანები უკეთესად რეაგირებენ მუსიკაზე, რომლის მოსმენითაც გაიზარდა. "თუ ვინმეს საყვარელ მუსიკას უკრავთ, ტვინის სხვადასხვა ნაწილი ანათებს", - განმარტავს სუგაია. ”ეს ნიშნავს, რომ მუსიკასთან დაკავშირებული მოგონებები არის ემოციური მოგონებები, რომლებიც არასოდეს ქრება - თუნდაც ალცჰეიმერის პაციენტებში.


    მუსიკას შეუძლია ...

    შეცვალოს დროს აღქმა
    გეხმარება უკეთ კომუნიკაციაში
    გხდის ძლიერს და თავდაჯერებულს
    აძლიერებს იმუნურ სისტემას
    ეხმარება ტვინს გააქტიურებაში
    ხელს უწყობს მახსოვრობის გაუმჯობესებას
    ეხმარება პარკინსონის პაციენტებს
    კრუნჩხვების შემცირება