სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყინულმჭრელი!” – რას წერს ცნობილი იტალიური გამოცემა კვარაზე?

    “ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყინულმჭრელი!” – რას წერს ცნობილი იტალიური გამოცემა კვარაზე?
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ეს სტა­ტია არის ერ­თგვა­რი პა­სუ­ხი იტა­ლი­ე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვა­ზე: – “რა­ტომ გა­აღ­მერ­თა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სა­ქარ­თვე­ლომ?“ – ამ­ბობს იტა­ლი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნინა მა­მუ­კა­ძე- სორ­დი­ნი, რომ­ლის სტა­ტი­აც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ურ სპორ­ტულ გა­ზეთ­ში “Corriere Dello Sport” და­ი­ბეჭ­და.

    ნი­ნამ სტა­ტია ქართველი მკითხველისთვისაც თარგმნა.

    დღეს უკვე მა­ხა­ლი­სებს 2022 წლის ზა­ფხუ­ლის გახ­სნე­ბა, რო­დე­საც ხვი­ჩა “იდე­ა­ლუ­რი უც­ნო­ბის“ სტა­ტუ­სით ჩა­მო­ვი­და ნე­ა­პოლ­ში… მახ­სოვს, იტა­ლი­ე­ლე­ბის, ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის უნ­დობ­ლო­ბა. ბევ­რს ეგო­ნა, რომ კვა­რა­ცხე­ლია პირ­ვე­ლი­ვე თა­მა­შებ­ში ფი­ას­კოს გა­ნიც­დი­და და დიდი ხნით აღ­მოჩ­ნდე­ბო­და სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე, მაგ­რამ “ნა­პო­ლის”, სპა­ლე­ტის, დე ლა­უ­რენ­ტი­სის და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლე­ბის ბე­დად და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს პროგ­ნო­ზე­ბი მცდა­რი აღ­მოჩ­ნდა.

    შემ­თხვე­ვით არ აღ­მი­ნიშ­ნავს “სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბედ­ნი­ე­როდ”, რად­გან ისეთ პა­ტა­რა, მაგ­რამ თა­ვი­სი ათას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­თა და კულ­ტუ­რით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ერს და ქვე­ყა­ნას. რო­გო­რიც ჩვენ ვართ, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯერ რუ­სე­თის მე­ფის, შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და კო­მუ­ნის­ტე­ბის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პუ­ტი­ნის რუ­სე­თის წნეხს გა­ნიც­დი­და, სჭირ­დე­ბო­და გმი­რი, რო­მე­ლიც ყი­ნულს და­ამ­სხვრევ­და და ევ­რო­პი­სა და ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მზე­რა­სა და ყუ­რა­დღე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს­კენ, ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­კენ და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ის­კენ მი­მარ­თავ­და… სათ­ქმე­ლი კი მარ­თლაც რომ ბევ­რი გვაქვს.

    სა­ქარ­თვე­ლო გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ზო­გი­ერ­თი ლე­გენ­და, მა­გა­ლი­თად, ბო­რის პა­ი­ჭა­ძე, მი­ხე­ილ მეს­ხი, სლა­ვა მეტ­რე­ვე­ლი, და­ვით ყი­ფი­ა­ნი, ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი, ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლია და სხვე­ბი, უპი­რო­ბოდ გას­ცდე­ბოდ­ნენ ქვეყ­ნის სა­ზღვრებს, მაგ­რამ რუ­სუ­ლი ჩექ­მის ქვეშ ვი­ყა­ვით და­ტა­ნი­ლი. სსრკ-ს დროს ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თი, გან­სა­კუთ­რე­ბით, თბი­ლი­სის “დი­ნა­მო”, ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ “დი­ნა­მო თბი­ლი­სი” ქარ­თვე­ლი ხალ­ხის იდენ­ტო­ბას წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ იმ­ჟა­მინ­დე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, იძუ­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ ჩრდილ­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

    მოგ­ვი­ა­ნე­ბით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დე­გაც, გვყავ­და არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, ასე­თე­ბი იყ­ვნენ: გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძე, შოთა არ­ვე­ლა­ძე, კახა კა­ლა­ძე და ა.შ., მაგ­რამ ქარ­თულ­მა ფეხ­ბურ­თმა ვე­ღარ შეძ­ლო ფე­ხის აწყო­ბა მსოფ­ლი­ოს­თვის, რად­გან მა­შინ რო­დე­საც ჩვენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მარ­წუ­ხებს ვებ­რძო­დით, ფეხ­ბურ­თი მკვეთ­რად წინ წა­ვი­და და გან­ვი­თარ­და, ამი­ტომ გაგ­ვი­ჭირ­და დავ­წე­ო­დით მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ტემპს.

    რაც შე­ე­ხე­ბა ხვი­ჩას თა­ო­ბას, ქარ­თვე­ლებს გვყავს სხვა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა, მა­გა­ლი­თად: გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე, ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი, ირაკ­ლი აზა­რო­ვი, ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, ლუკა გაგ­ნი­ძე და ა.შ. და სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ დიდი მო­მა­ვა­ლი ელით.

    ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, შე­საძ­ლოა გახ­დეს და ვგო­ნებ უკვე კი­დეც გახ­და, ყი­ნულმჭრე­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. მას­ში ბევ­რი ხე­დავს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ხსნას, სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბის ელჩს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია კუთ­ვნი­ლი და ღირ­სე­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და პა­ტი­ვი და­უბ­რუ­ნოს ქარ­თულ ფეხ­ბურთს და სა­ქარ­თვე­ლოს, ოქ­როს საწ­მი­სის, პირ­ვე­ლი ევ­რო­პე­ლე­ბის, სამ­გვა­რი დამ­წერ­ლო­ბის, რვა­ა­თას­წლო­ვა­ნი ღვი­ნის კულ­ტუ­რის სამ­შობ­ლოს და უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ქვე­ყა­ნას.
    წყარო:ambebi.ge