სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „შვილის საფლავზეც ვეღარ მივდივარ...“ - არჩილ ხოფერიას ემოციური პოსტი

    „შვილის საფლავზეც ვეღარ მივდივარ...“ - არჩილ ხოფერიას ემოციური პოსტი
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შეგახსენებთ, რომ ჯაბა ხოფერია, უკრაინაში დაღუპული მებრძოლი 10 დეკემბერს, გურიის სოფელ გვიმბლაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. თანამებრძოლებისა და მეგობრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხოფერია, ხერსონთან, ქიმიური იარაღის ზემოქმედების შედეგად მოიწამლა, საავადმყოფოში მკურნალობის კურსი გაიარა, მაგრამ 1 დეკემბერს, კიევში გარდაიცვალა.

    უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია, სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, დათო ქუჩუკიანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    „ბოლოს ახალდანიშნულ მეთაურს ეკამათებოდა ცოტა ნასვამი ჩანდა.. მწყობრი ელოდა.. ბოლოს მეც დავარღვიე სუბორდინაცია.. გამოვედი მწყობრიდან.. ვუთხარი შეწყვეტილიყო ეს ყველაფერი.. ერთი სიტყვაც არ უთქვამს მეტი შემხედა და წავიდა..

    წავიდა და წავიდა..

    დღეს გაასვენებენ მშობლიურ საქართველოში ..

    გელოდება სამშობლო დავით ქუჩუკიან …

    გელოდება სამშობლო ჩაქუჩ..

    მე ვერ გაცილებ რამეთუ სისუსტემ მძლია და შვილის საფლავზეც ვეღარ მივდივარ..

    უფალს ვთხოვ კი მიიღოს შენი ბრძოლა და სული გაუტეხელო მეომარო..“, – წერს არჩილ ხოფერია.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის ომს უკრაინაში უკვე 42 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.