სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: რუსკა ქარქაშაძე დაინიშნა-ნახეთ მისი საქმრო

    VIDEO: რუსკა ქარქაშაძე დაინიშნა-ნახეთ მისი საქმრო
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი რუსკა ქარქაშაძე რამდენიმე დღის წინ რომში, შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. წყვილი არაჩვეულებრივი მოგზაურობიდან ძალიან ბევრ კადრს უზიარებდა საზოგადოებას.

    7 აპრილს ვახშამზე რუსკა მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად დაბადესდღეს აღნიშნავდა, როდესაც რჩეულმა ხელი სთხოვა.

    მსახიობი 20 წლის გახდა.

    რუსკამ რჩეული საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო.

    „ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას.“ - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

    მისივე თქმით, ახლა უკვე საქმრო, ლაშა მოწონელიძე ბიზნესის სფეროშია.