სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქართველი ფეხბურთელის წარმატება-ლუკა ლოჩოშვილმა იტალიაში გოლი პირველად გაიტანა

    ქართველი ფეხბურთელის წარმატება-ლუკა ლოჩოშვილმა იტალიაში გოლი პირველად გაიტანა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა და „კრემონეზეს“ უშუალო კონკურენტ „სამპდორიასთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 3:2.

    სერია A-ს 29-ე ტურში კონკურენტების შეხვედრას „სამპდორიამ“ უმასპინძლა. ლიგაში დარჩენის შანსის შესანარჩუნებლად, ბოლო ორ ადგილზე მყოფ გუნდებს მოგება სჭირდებოდათ. ქართველი მცველი სტუმართა შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

    მე-15 წუთზე ანგარიში ლერისმა გახსნა. 35-ე წუთზე ჩილიონემ წონასწორობა აღადგინა. 66-ე წუთზე ლამერსმა მასპინძლები კიდევ ერთხელ დაააწინაურა, მაგრამ 85-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ლუკა ლოჩოშვილმა შესანიშნავი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა – 2:2. 90+3-ე წუთზე, მასპინძელთა კარი ლეონარდო სერნიკოლამ აიღო და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა – 2:3.

    „სამპდორია“ 15 ქულით მე-20 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „კრემონეზემ“ (16) მე-19 პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე ორივე გუნდი სერია A-დან გავარდნის რეალური კანდიდატია.

    შეგხსენებთ, რომ ლუკას მეგობრები ძალიან გულშემატკივრობენ, მას გოლის გატანა კვარამ თავისი ინსტაგრამ სთორის საშუალებითაც მიულოცა.