სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

    სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო, გოგონა დროშით ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

    „ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, სადაც იყო თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. დიდი მადლობა და ყოველთვის ვიქნები ჩვენი ქვეყნის სამსახურში“ – განაცხადა ნანა მახარაძემ დაჯილდოებისას.

    შეგახსეებთ, რომ 1989 წლის 9 აპ­რი­ლის სიმ­ბო­ლოდ ქცე­ულ ფო­ტო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით ხელ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი ლა­მა­ზი და იდუ­მა­ლი გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბა, წლე­ბია გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ჯგუფ­მა იცო­და და ბევრს გარდაცვლილი ეგონა. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის გოგო­ნა ცო­ცხა­ლია და ისე­ვე რო­გორც უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, უკვე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობს.