სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “რა მოხდა კვარაცხელიასთან დაკავშირებით?” – გუბაზ სანიკიძე ხვიჩას ბიოგრაფიაზე დაკვირვებას ითხოვს

    “რა მოხდა კვარაცხელიასთან დაკავშირებით?” – გუბაზ სანიკიძე ხვიჩას ბიოგრაფიაზე დაკვირვებას ითხოვს
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით? დაუკვირდით მის ბიოგრაფიას…” – აღნიშნული განცხადება ისტორიკოსმა გუბაზ სანიკიძემ გააკეთა.

    “რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით? ლიგა შეიცვალა, ლიგა! რუსეთის ლიგიდან უნდა გადავიდეთ ევროპის ლიგაში. ფაქტობრივად, გზამკვლევია ხვიჩა ჩვენთვის” – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

    მისივე თქმით, ქართველები ხვიჩა კვარაცხელიას გაკვალულ გზას უნდა გავყვეთ.

    „ყველა აღფრთოვანებულები ვართ ხვიჩა კვარაცხელიათი, მაგრამ დავუკვირდეთ ერთ რამეს, რუბინში თამაშობდა. რამდენად ცნობილი იყო ძვირფასო ქართველებო, იქნებოდა ამ რუსეთის ლიგაში და იქნებოდა. გადავიდა ევროპულ გუნდში და დონე შეიცვალა. მგონია, ერთადერთი საკითხი, რაშიც ქართველები ვთანხმდებით, ეს არის ხვიჩა კვარაცხელია. რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით? ლიგა შეიცვალა, ლიგა! რუსეთის ლიგიდან უნდა გადავიდეთ ევროპის ლიგაში. ფაქტობრივად, გზამკვლევია ხვიჩა ჩვენთვის. ამ ბიჭმა გზა გაგვიკვალა და ჩვენც მის ნაკვალევს უნდა გავყვეთ”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.