სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თითქოს, ზვიად გამსახურდიას სული მიხეილ სააკაშვილში გადმოვიდა" – გია ბუღაძე

    "თითქოს, ზვიად გამსახურდიას სული მიხეილ სააკაშვილში გადმოვიდა" – გია ბუღაძე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თითქოს, ზვიად გამსახურდიას სული მიხეილ სააკაშვილში გადმოვიდა – ამის შესახებ რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა.

    “ქართველებად იმიტომ გავჩნდით, რომ ვიბრძოლოთ და არ შევეგუოთ განგებას! მეგობრებო, ეს გვასწავლა ზვიად გამსახურდიამ. როდესაც მისი დისერტაცია წავიკითხე – „ვეფხისტყაოსანში“ „ერთარსება ერთის შესახებ“ გავოგნდი, თუ რას ლაპარაკობდა ეს კაცი. მივხვდი, რომ დიდ ადამიანს ვეხებოდი, განსაკუთრებული იყო. თითქოს, ეს სული მიხეილ სააკაშვილში გადმოვიდა, მიხეილ სააკაშვილში ვნახე ის მარადიული ქართველური სული, რომელიც დღეს, ამათ ხელში მძიმედ არის” – განაცხადა მან.