სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე იღბლიანი

    რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე იღბლიანი
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასტროლოგები ასახელებენ, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირის განმავლობაში, რომელი დღეები იქნება ყველაზე ხელსაყრელი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

    10 აპრილი

    თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დროა. ამ დღეს დაფიქრდით იმ ცვლილებებზე, რომლებიც გსურთ, რომ განახორციელოთ. შეეცადეთ, გონება დადებით ემოციებს დაუთმოთ და წამოიწყოთ იმ საქმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ მოტივაცია არ გყოფნიდათ. ასტროლოგების თქმით, ეს წამოწყება წარმატებით დასრულდება და მნიშვნელოვან სარგებელსაც ნახავთ.

    11 აპრილი

    ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან სარისკოა და შესაძლოა, დიდი უსიამოვნებებიც შეგიქმნათ. ასევე, ასტროლოგების თქმით, უმჯობესია, თუ მნიშვნელოვან საკითხს აღნიშნულ დღეს არ გადაჭრით და შემდეგი დღეებისთვის დაგეგმავთ. შეეცადეთ, ყველაფერი კარგად გააანალიზოთ და შემდეგ მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება.

    12 აპრილი


    ეს დღე იდეალურია, რომ საკუთარი მიზნებისა და ოცნებებისთვის ბრძოლა დაიწყოთ. საოცარ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ. ეს კი დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ, იყოთ გამბედავი და თავდაჯერებული.