სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება" - ზელენსკი

    "რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება" - ზელენსკი
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რო რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება.

    ზელენსკის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ფართოვდება, რუსეთი კი სულ უფრო იზოლირებულია.

    "რუსეთის მიერ დაბომბილ შენობაში სამი ადამიანი იყო. კაცი, ქალი და ბავშვი. გოგონას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც. ვუსამძიმრებ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია. მას დახმარებას უწევენ. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. უნდა დავიჯეროთ. და ჩვენ გვჯერა. უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას. და ჩვენ ვუახლოვდებით. მსოფლიო ჩვენთანაა. მხარდაჭერა იზრდება ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, იზრდება იმ ადამიანების წრე, ვინც მხარს გვიჭერს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გამბედაობასა და რწმენას ცხოვრებაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.