სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: რას ამბობს წყვილი, რომელმაც კვარას საპატივსაცემოდ შვილს ხვიჩა დაარქვა

    VIDEO: რას ამბობს წყვილი, რომელმაც კვარას საპატივსაცემოდ შვილს ხვიჩა დაარქვა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სულ რამდენიმე დღეში, "ნაპოლი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. "მილანთან" თამაშის შემდეგ გაირკვევა, დაწერს თუ არა ისტორიის კიდევ ერთ ფურცელს "ნაპოლი". ამ შეხვედრით გადაწყდება ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. თუმცა ამ მატჩამდეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი ისტორია უკვე დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ. ყველა პირდაპირ ამბობს, რომ დიდწილად მისი დამსახურებაა "ნაპოლის" ასეთი შედეგი მიმდინარე ჩემპიონატებზე. შესაბამისად დღეს, ხვიჩა იტალიელებისთვის ნამდვილი ვარსკვლავია.

    მისდამი სიყვარული იმდენად დიდია, რომ ნეაპოლში წყვილმა ახლად შეძენილ ბავშვს ხვიჩა დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებისთვის სახელი ხვიჩა რთულად წარმოსათქმელია, ეს იტალიელი წყვილისთვის დამაბრკოლებელი არ ყოფილა. "კურიერი P.S"-მა ჩაწერა ინტერვიუ პატარა იტალიელი ხვიჩას მშობლებთან. ამ ოჯახისთვის წარმატებული სპორტსმენების სახელის შვილისთვის დარქმევა, ერთგვარი ტრადიციაა, ვინაიდან ბავშვის მამას დიეგო არმანდო მარადონას სახელი ჰქვია.

    ხვიჩა კვარაცხელიაზე შეყვარებული ნეაპოლელები თავიანთ შვილებს უკვე ქართულ სახელს ხვიჩას არქმევენ,

    შეგახსენებთ , რომ ხვიჩა კვარაცხელია მის საფეხბურთო კარიერის პირველ წელს ატარებს "ნაპოლში".