სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ - ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

    „ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ - ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი ბესო მეგრელიშვილი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ინფორმაციას მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი ავრცელებს: "გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის , ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს. ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა : ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი , მეტეხის, მარჯანიშვილის , სამეფო უბნის თეატრტებთან. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა."

    როგორც მისი ახლობლები წერენ მან 1 აპრილს სპექტაკლი ითამაშა.

    „პირველ აპრილს სპექტაკლი ითამაშა“; „ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ ;„ოხ გული როგორ მეტკინა“ - წერენ კომენტარებში.

    მსახიობ ბესო მეგრელიშვილის ცხოვრებაში ტაძრისკენ სავალი გზა მაშინ გამოჩნდა, როცა განსაცდელების წინაშე დადგა. მაშინ პირადი ცხოვრება აერია, უმუშევარიც დარჩა და დეპრესიაში ჩავარდა. ერთადერთი ხსნა კი ეკლესია აღმოჩნდა.

    ბესო მეგრელიშვილი: ტაძარში სიარული წლების წინ დავიწყე. მაშინ პირველად ჩავაბარე აღსარება, ვეზიარე. თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მივედი, სადაც მამა დავით (ქვლივიძე) მსახურობდა. ის ყოველთვის გვერდით მედგა და სულიერად მეხმარებოდა. ერთი-ორმა მოძღვარმა დახმარებაზე უარი იმის გამო მითხრა, რომ მსახიობი ვარ. ხომ იცით, ზოგიერთი სასულიერო პირი ძალიან მკაცრია ასეთ საკითხებში და ეს მათი საქმეა.

    მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ყველას ვურჩევ, ღმერთთან იმდენად ახლოს მივიდნენ, რამდენადაც შეძლებენ. მომწონს, როდესაც ადამიანები ეკლესიურად ცხოვრობენ“,- ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

    ბესო მეგრელიშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ყველასთვის დასამახსოვრებელი და საყვარელი მსახიობი გახლდათ.