სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ისეთი პროფესია მაქვს, ერთ კაბას მეორედ ვეღარ ჩავიცვამ...“ - სოფო ბედია თავის გარდერობზე საუბრობს

    „ისეთი პროფესია მაქვს, ერთ კაბას მეორედ ვეღარ ჩავიცვამ...“ - სოფო ბედია თავის გარდერობზე საუბრობს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოფო ბედიამ ერთ-ერთ ინერვიუში თავის პროფესიასა და შემოსავალზე ისაუბრა. ის ძალიან ხშირად მღერის სხვადასხვა ადგილას და მუდმივად ფორმაში უწევს ყოფნა. აი რას ამბობს მომღერალი ამასთან დაკავშიებით:

    „არ მიყვარს ბრენდებში სასწაული თანხების დახარჯვა. მერე რომ მთელი თვე მშივრები სხედან, ოღონდ ბრენდი ეცვათ და მზად არიან, მასში კოლოსალური თანხა გადაიხადონ, მათი არ მესმის და მე არ მივეკუთვნები ამ კატეგორიას. მიყვარს კოხტად და ლამაზად ჩაცმა, მომწონს ის, რაც მიხდება, მირჩევნია, შევიკერო და გაცილებით ნაკლები თანხა დამიჯდეს, ვიდრე კაბაში, რომელიც მხოლოდ ერთხელ უნდა ჩავიცვა, უზარმაზარი თანხა გადავიხადო. მე ისეთი პროფესია მაქვს, ერთ კაბას მეორედ ვეღარ ჩავიცვამ, ამიტომ კაბებს ვერ გადავაყოლებ მთელ ჩემს ფინანსებს…“- ამბობს სოფო ბედია.