სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: მიუსაფარმა ძაღლმა სიხარულისგან იტირა, როცა უცხო ადამიანმა საკვები უწილადა

    VIDEO: მიუსაფარმა ძაღლმა სიხარულისგან იტირა, როცა უცხო ადამიანმა საკვები უწილადა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება ჩინეთის ჩრდილოეთით, შანსის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის ღამის ქუჩებში მობორიალე ძაღლის გულის ამაჩუყებელი ვიდეო. აღნიშნულ ვიდეოში ჩანს, როგორ დგება მიუსაფარი ძაღლი უკანა ფეხებზე, როცა მის წინ მანქანა ჩერდება და კარი საკვების მიღების მოლოდინში იღება.

    როგორც კი მანქანაში მჯდომი ქალი ძაღლს სოსისებს აწვდის, მისი თვალები ცრემლებით ივსება. ვიდეოს მეორე ნაწილში ასევე ჩანს, როგორ ბრუნდება ქალი პარკში ძაღლის შესამოწმებლად, ის კი თავის დამპურებელს ცნობს და მადლიერებით ეგებება, ხოლო როცა ქალი სასუსნავებს კვლავ იღებს ჩანთიდან, გულაჩუყებული ძაღლის თვალები ისევ სიხარულის ცრემლებით იფარება.

    ადგილობრივ გაზეთთან საუბარში ქალმა აღნიშნა, რომ ძაღლის თავის მანქანაში წაყვანა სცადა, თუმცა იგი ხელიდან დაუსხლტა.

    "მე და ჩემი მეგობრები პარკისაკენ მივდიოდით, როცა მიუსაფარი ძაღლი დავინახეთ.საკვები რომ ვუწილადეთ, ტირილი დაიწყო, თუმცა, როცა მასთან ერთად მანქანაში დაბრუნება გადავწყვიტე, იგი გაიქცა. ალბათ მას ძაღლზე მონადირეები ვეგონეთ, რომლებიც ზუსტად ასე იქცევიან - საკვებით იტყუებენ მათ მანქანაში",-
    ამბობს ის.

    პარკში ხელმეორედ დაბრუნებისას, ქალმა შენიშნა, რომ ძაღლი გაუჩინარებულიყო.

    "ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე ვცადე, მომეძებნა, თუმცა ვერ ვიპოვე. შეიძლება, ახლა ქუჩის მეეზოვეებს ვთხოვო მისი მოძებნა".

    ნახეთ ვიდეო: