სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს გადაწყვეტს დავრჩები თუ არა პროექტში“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

    "ეს გადაწყვეტს დავრჩები თუ არა პროექტში“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს მიმართავს და ამბობს, რომ მისთვის ონლაინ ხმის მიცემა 1 კვირაში იქნება შესაძლებელი.

    "ძალიან ბევრი შეკითხვა მომდის იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეგეძლებათ მხარდაჭერა. 1 კვირაში ონლაინ დაიწყება ხმის მიცემა და სწორედ ეს გადაწყვეტს დავრჩები თუ არა პროექტში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და ხმების დაფიქსირება.

    1 კვირაში ყველაფერი გვეცოდინება და შემდეგ ყოველდღე შეგეძლებათ ჩემთვის ხმის მიცემა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის…მიყვარხართ”
    , – ამბობს ნუცა ბუზალაძე.

    შეგახსენებთ, რომ ნუცა „ამერიკის ვარსკვლავის” მონაწილეა, სადაც 24 საუკეთესო მონაწილეს შორის დასახელდა.