სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ღმერთი უფრო დიდი გამარჯვებისთვის გამზადებს...“ - ლაშა ბექაურის ემოციური კადრები

    VIDEO: „ღმერთი უფრო დიდი გამარჯვებისთვის გამზადებს...“ - ლაშა ბექაურის ემოციური კადრები
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მოტივაციის ასამაღლებლად რამდენიმეწამიან ვიდეოს გვიზიარებს.

    „ფიქრობ, მარცხი არ უნდა ყოფილიყო, რადგან შენ ყველაფერი გააკეთე გამარჯვებისთვის, მაგრამ გახსოვდეს, ღმერთი ყოველთვის უფრო დიდი გამარჯვებისთვის გამზადებს, რაც მარცხის გარეშე შეუძლებელია.“ - წერს ლაშა ბექაური.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დღეს მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა დაძაბულ ბრძოლაში ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო.