სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ქრისტინე იმედაძის დაბადებისდღის საოცარი კადრები

    VIDEO: ქრისტინე იმედაძის დაბადებისდღის საოცარი კადრები
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი, ქრისტინე იმედაძე დაბადების დღის ვიდეოს და ფოტოებს აქვეყნებს. ის შესანიშნავად გამოიყურება.

    შეგახსენებთ, რომ ქრისტინე იმედაძემ მუსიკალური კარიერა პატარაობიდანვე დაიწყო სტუდია ბასტი-ბუბუში, პარალელურად ბალეტით იყო დაკავებული.

    მუსიკალური კარიერის პარალელურად ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი, მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“.

    2018 წელს იმედაძემ ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში „ხიდი“, სადაც მას პარტნიორობას მსახიობები მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ზუზუ ბეჟაშვილი, გიორგი გურგულია და დათო დვალიშვილი უწევენ. ფილმი ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძმაზე და საბჭოთა ტერორზე გვიამბობს.

    ქრისტინე მუდმივადაა საზოგადოების ურადღების ცენტრში და საკმაოდ აქტიურობს სოციალურ ქსელშიც

    ნახეთ მომღერლის დაბადებისდღის ვიდეო: