სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „იმედია ქართული დიასპორა არ დაიზარებს და გამოხატავს ღირსეულ მხარდაჭერას ნუცას მიმართ“ - ზაზა შენგელია ნუცაზე

    „იმედია ქართული დიასპორა არ დაიზარებს და გამოხატავს ღირსეულ მხარდაჭერას ნუცას მიმართ“ - ზაზა შენგელია ნუცაზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის American Idol-ის TOP 24 მონაწილეს შორის დასახელებას ეხმაურება:

    „ნუცამ გუშინ, თინა თერნერის და ბიონსეს ''Proud Mary''-ის ბრწყინვალე შესრულებით გადალახა ბოლო საკონკურსო ტური. მთლიანობაში, მან არაჩვეულებრივი სლალომით გაიარა ყველანაირი შესარჩევი ეტაპი, არაერთხელ ფეხზე დააყენა ჟიურის სამივე წევრი (მათ შორის პირადად ჩემი ინტერესი კონცენტრირებულია ლეგენდარული ლაიონელ რიჩის შეფასებებზე და რეაქციებზე), თავისი ვოკალით და შესრულების მანერით, მსუბუქ (ჯერჯერობით) შოკში ჩააგდო მრავალმილიონიანი ამერიკული ტელეაუდიტორია... ეს ბუნებრივიცაა, რადგან 24 ფინალისტს შორის, ის ერთადერთი უცხოელია და მასზე ყურადღება ამის გამო გაათმაგებულია .

    წინ ლაივ ტურებია, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტელემაყურებელთა სმს გზავნილებს, სადაც იმედია ქართული დიასპორა არ დაიზარებს და გამოხატავს თავის ღირსეულ მხარდაჭერას ნუცას მიმართ. ვიმეორებ იმას, რაც ადრე დავწერე: ეს კონკურსი უკიდურესად სუბიექტურია თავისი ბუნებით და აქედან გამომდინარე ჟიურის და მაყურებლების მხრიდან დამოკიდებულებას და მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება .

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური დეტალი: ნუცას ყოველ ტურზე საინტერესოდ და რაც მთავარია გემოვნებით აცმევენ ქართველი დიზაინერები, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს მათთვისაც უნიკალური და რეალური შანსია, პოზიტიურად გაიტანონ თავიანთი თავი ამერიკულ ბაზარზე. ძალიან მიყვარხარ, You Go Girl.“,- წერს ზაზა შენგელია.