სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბონეკი: "ამის გამო კვარაცხელიაში ეჭვი ეპარებათ"

    ბონეკი: "ამის გამო კვარაცხელიაში ეჭვი ეპარებათ"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად წინასასეზონო მომზადებას იწყებს, იტალიელი გულშემატკივრები ქართველ ფეხბურთელს ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ.

    "იუვენტუსისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლონეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

    "მისი თამაში ვნახე და ბევრმა ჩემთან მასზე კარგად ისაუბრა. მაღალი დონისაა, თუმცა აუცილებელია გაცილებით მეტი დაამტკიცოს, ვიდრე უკვე გააკეთა. მე ვფიქრობ, ხვიჩაზე ცოტას უბრალოდ მისი ეროვნების გამო ლაპარაკობენ.

    როდესაც კლუბი არგენტინელს ყიდულობს, ყველა ფიქრობს, რომ ის მოვლენაა, როდესაც სინამდვილეში საშუალო კლასისაა. კვარაცხელიას
    შემთხვევაში ბევრს ეჭვი მხოლოდ იმიტომ აღეძვრება, რომ ის ქართველია. მე მესმის, რომ საქართველოს საფეხბურთო სამყაროში დიდი ცნობადობა არ აქვს, მაგრამ საჭიროა ხვიჩასი გვჯეროდეს"
    , - ციტირებს ბონეკს Mondonapoli.