სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქუჩაში რომ ვხვდებით, ერთმანეთის დანახვაზე კივილ-წივილია“ - მანანა თოდაძე ნუცა ბუზალაძეზე საუბრობს

    "ქუჩაში რომ ვხვდებით, ერთმანეთის დანახვაზე კივილ-წივილია“ - მანანა თოდაძე ნუცა ბუზალაძეზე საუბრობს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი მანანა თოდაძე ნუცა ბუზალაძის შესახებ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში საუბრობს.

    "ნუცას დიდი ხანია ვიცნობ. მის გამოსვლებს ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს. ძალიან მომწონდა ყოველთვის. მერე მოხდა ისე, რომ ზედიზედ ორი წელი "ბლექ სი არენაზე“ ტარდებოდა "ჩხიკვთა ქორწილი“, სადაც ნუცა ძალიან წარმატებულად ასრულებდა ჩემს, ქეთევანის პარტიას.

    ნუცა უნიჭიერესი რომაა, ეს მთელმა სამყარომ გაიგო და გაიცნო. ის არის არაჩვეულებრივი კოლეგა. ჩვენ ძალიან დიდი ხანი რეპეტიციები გვქონდა, ერთად ვმეცადინეობდით, ძალიან თბილი გოგოა. ახლაც, ქუჩაში რომ ვხვდებით, ერთმანეთის დანახვაზე კივილ-წივილია, იმდენად მიყვარს და პატივს ვცემ. მე ნუცაში ყველაზე მეტად მომწონს მისი ხასიათი, რომ იტყვის უნდა შეასრულოს. ძალიან ძლიერი პიროვნებაა. ძალიან მიხარია მისი წარმატება, უფალს ვთხოვ, რომ უფრო მეტს და მეტს მიაღწიოს.
    “ - ამბობს მანანა თოდაძე.