სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ხვიჩას აქვს შანსი გახდეს დიდი ჩემპიონი"- კახა კალაძე კვარაცხელიაზე

    "ხვიჩას აქვს შანსი გახდეს დიდი ჩემპიონი"- კახა კალაძე კვარაცხელიაზე
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩის წინ, „როსონერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და თბიილისის ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

    „ხვიჩას თვალს მისი პატარაობიდანვე ვადევნებ. ის მართლა ძალიან ძლიერია. მას აქვს შანსი გახდეს დიდი ჩემპიონი. არავინ ელოდა, რომ ასე ძლიერად დაიწყებდა. კვარაცხელიას გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეუძლია. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. როდესაც „სან სიროზე“ გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობდით, სულ სხვანაირად ვემზადებოდით. „მილანს“ აქვს მნიშვნელოვანი ისტორია და ბევრი ტიტული. ჩემთვის „მილანი“ მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის. მათ უამრავი რამ მომცეს ცხოვრებაში. იტალია და იტალიელები მიყვარს. იქაურობა ჩემთვის მეორე სახლივითაა.“ - თქვა კალაძემ.

    ცნობისთვის, კახა კალაძე „მილანში“ 2001 წლიდან 2010 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა ყოფილმა ფეხბურთელმა „როსონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 284-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2001 წელს ის მილანის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიც გახდა 2017 წლიდან კი არის თბილისის მერი.