სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "22 აპრილს „ჭორიკანა ქალებში“ უნდა ეთამაშა"- ცოტა რამ გარდაცვლილი ბესო მეგრელიშვილი ცხოვრებაზე

    "22 აპრილს „ჭორიკანა ქალებში“ უნდა ეთამაშა"- ცოტა რამ გარდაცვლილი ბესო მეგრელიშვილი ცხოვრებაზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ჩვენი თეატრისთვის 11 აპრილი მძიმე დღეა. დღეს ეს შემზარავი ამბავი მოხდა, მოულოდნელად ბესო მეგრელიშვილი დავკარგეთ და... ჩვენი მსახიობის, კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა..." - "პრაიმტაიმთან" ამბობს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

    იმას, რასაც ჩვენ, ადამიანები შემთხვევითობას მივაწერთ, განგებისგან არის, იმ დიდი დრამატურგიის ნაწილია, რაშიც ვმონაწილეობთ. ჰოდა, თურმე, ასე „დაემთხვა“, რომ ბესოს რეჟისორმა ბოლოს ანტონ კათალიკოსის როლი მისცა და აღდგომის შემდეგ რეპეტიციები უნდა განახლებულიყო. მსახიობი კი, სწორედ ვნების კვირაში აღესრულა... კათალიკოსის როლზე მუშაობის პერიოდში.

    დიმიტრი ხვთისიაშვილი: - „ავ მუსაიფში“ ანტონ კათალიკოსის როლი მივეცი. ხუმრობდა, ხო, აბა რა, ჩემზე წმინდანი ამქვეყნად არისო.

    მაღალ წნევას უჩიოდა. ექიმთან წადი-მეთქი, ვუთხარი. ამ მხრივ ურჩობდა, მოუთვინიერებელი იყო. ამიტომ დავაძალე. სახიფათო ასაკში ხარ (58 წლის იყო), თან შენი ჩავარდნა, როლების გამო, არ შეიძლება-მეთქი, ვეუბნებოდი. აღდგომის მერე მივალო.

    22 აპრილს „ჭორიკანა ქალებში“ უნდა ეთამაშა. რეპერტუარში სამი სპექტაკლი იყო მისი მონაწილეობით. 31 მარტს და 1 აპრილს ითამაშა, 180 ჰქონდა წნევა 31 მარტის სპექტაკლის წინ და ჩემს კაბინეტში იწვა. დავუწიეთ წნევა და ითამაშა. 4 აპრილს კი, „მე ვხედავ მზეზე“ ვეღარ მოვიდა. დარეკა, მაღალი წნევა მაქვს, მაბარბაცებსო და დუბლიორი გამოვიძახეთ. მხოლოდ ამ სპექტაკლში ჰყავდა დუბლიორი. სულო ცოდვილო, ბოლომდე არ დავუჯერე, რადგან დუბლიორის იმედი ჰქონდა-მეთქი, ვიფიქრე, ეტყობა, თავს უფლება მისცა არ მოსულიყო-მეთქი. ვაფრთხილებდი, ხომ იცი, აღდგომა მოდის, სმისგან თავს გაუფრთხილდი, წნევებს არ უხდება, 22 აპრილს ვერ შეგცვლი და ფეხზე უნდა იყო-მეთქი. აღარ ვსვამ უკვეო, მითხრა.

    მოკლედ, მის მეუღლეს, მსახიობ ეკა თვაურს ვესაუბრე. როგორც ჩანს, ამ მაღალი წნევების დროს იყო ინსულტისმაგვარი რამ, არ ჩააგდო, მაგრამ როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო და ინფარქტი განვითარდა.

    ბესო მიშა გომიაშვილის ძმისშვილი იყო. ბესოს მამა და მიშა ნახევარ ძმები იყვნენ, დედით ერთნი. მიშამ გვიან ჩააბარა და ინსტიტუტში ჯგუფელები იყვნენ, მეგობრობდნენ. ლილი იოსელიანის ჯგუფში იყვნენ - ბესო, მიშა, გია როინიშვილი, ლელა ალიბეგაშვილი... მიშას სიკვდილის შემდეგ, ბესო ძალიან აიჭრა, თითქოს მოტყდა და ასე გაჰყვა კუდში.

    მარჯანიშვილში მიშას ხსოვნის საღამო იყო და რომ ვიკითხე, ბესო არ მისულა. მივხვდი, რომ ცუდად იყო. დილით მისმა ძმამ დამირეკა და ასეთი სამწუხარო ამბავი მითხრა.

    ბიძის მსგავსად მრავალცოლიანი იყო. სამი შვილი ჰყავს. ბოჰემა და ამგვარი პირადი ცხოვრება, ადამიანს აზარალებს, ხომ იცით...

    მასთან სულიერი სიახლოვე მქონდა. ახალგაზრდობიდან ვმეგობრობდით. ახმეტელის თეატრში თამაშის დროს პოპულარობის ზენიტში იყო. პრიზები აქვს მიღებული.

    ჩვენს დასში ნამდვილად ერთ-ერთი მკაფიოდ გამორჩეული მსახიობი იყო. სერიალებსა და ფილმებშიც აქტიურად იღებდნენ. თუმცა მოახერხა და მაინც ბოლომდე თეატრის მსახიობად დარჩა.

    იყო ნიჭიერი, გულისხმიერი, პროფესიონალი,- უთხრა „პრაიმტაიმს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორმა.

    მსახიობის გარდაცვალების და ცხოვრების პირად დეტალებზე დიმიტრი ხვთისიაშვილი ესაუბრა ასევე, ambebi.ge-ს.

    - თე­ატ­რში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ყო­ველ­თა­ოდ ხალ­ხმა ტე­ლე­სე­რი­ა­ლით "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­იც­ნო... თა­ვად მის­თვის რას ნიშ­ნავ­და ამ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

    - სი­მარ­თლე გი­თხრათ, ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლია. ვერ გე­ტყვით, რომ არ­ტის­ტე­ბი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბით იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას... სხვა­თა შო­რის, მისი მე­უღ­ლე მიყ­ვე­ბო­და, სას­წრა­ფო რომ წა­ვი­და, ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნუ­ლი ჩან­და, სას­წრა­ფო დამ­ჭირ­და, ორა­სი წნე­ვა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ცოტა ნერ­ვი­უ­ლობ­და და ვუ­თხა­რი "იუ­თუბ­ზე" "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" ჩა­გირ­თავ, ხომ გა­ინ­ტე­რე­სებს ახალ­გაზ­რდა რო­გო­რი იყა­ვიო და სამი -ოთხი სე­რია უყუ­რა, თა­ვის თავ­ზე ძა­ლი­ან ხა­ლი­სობ­დაო ...

    - მის ოჯახ­ზე, შვი­ლებ­ზე რომ გვი­თხრათ...

    - რო­გორც ბევრ, ბო­ჰე­მის მოყ­ვა­რულ მა­მა­კაცს, ბე­სო­საც რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ჰყავ­და... მისი ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, ჩვენს თე­ატ­რშიც მოღ­ვა­წე­ობ­და - ეკა თვა­უ­რი. მას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში გო­გო­ნა ჰყავს. ბესო 18 წლის იყო, მამა რომ გახ­და. პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი და მას უკვე ორი შვი­ლი ჰყავს. მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ვაჟი ჰყავს, რო­მელ­მაც უკვე ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და აი­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტია. კვლავ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრს და­უბ­რუნ­და.