სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს რა ქენი ბიჭო?! როგორ გამოგვეცალე ძმაო!"- გია ბაღაშვილის უმძიმესი წერილი მამუკა ონაშვილზე

    "ეს რა ქენი ბიჭო?! როგორ გამოგვეცალე ძმაო!"- გია ბაღაშვილის უმძიმესი წერილი მამუკა ონაშვილზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამუკა ონაშვილის გარდაცვალებიდან მალე ერთი წელი გავა, მომღერალს კი დღემდე ყველა ცრემლებით იხსენებს. მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მუსიკოსი გია ბაღაშვილი ემოციური პოსტით გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ მამუკა და გია კოლეგებთან ერთად ძალიან კარგი მეგობრებიც იყვნენ.

    „აღარ მყავს ჩემი მამუკა! ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უნიჭიერესი, უღალატო, თბილი, სიყვარულით სავსე,… ეს რა ქენი ბიჭო?! როგორ გამოგვეცალე ძმაო! მოგიკვდეს ჩემი თავი! ცრემლები მახრჩობს…

    გახსოვს კოვიდი რომ დაგემართა, აქეთ რომ გვამშვიდებდი, არაფერი მომივა, ამან რა უნდა მიქნასო… გახსოვს, პალატაში ცხელი ელარჯი რომ ამოგიტანე, შენ რომ ზეწარი აიფარე და საწოლის ქვეშ შეძვერი არ გადაგედოსო… გახსოვს, დოიჯას ამბებს რომ ვიხსენებდით, სულ იმას იმეორებდი, როგორ დამტოვაო…

    გახსოვს, სტუმრები რომ გყავდა, თამადა იყავი, ბანკეტიდან ფილარმონიაში კონცერტზე მკვდარი რომ მოხვედი და მთხოვე, აზრზე რომ მოვიდე ამ ვისკის ბოთლს ჩავცლი და სცენაზე გამიშვი, არაფერი შემეშლებაო… რომ გაგიშვი და მართლა არაფერი შეგშლია… შენ არასდროს, არავისთან არაფერი შეგშლია! კაცურად იცხოვრე და კაცის სახელით წახვედი!.. მაგრამ რატომ ასე ადრე?!.. რატომ?!… გენაცვალე მამუკა, ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ჩემო უსაყვარლესო ძმაო!“, – წერს ბაღაშვილი.

    ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სწორედ ამ დროს დაშავდა მძიმედ მამუკა ონაშვილი, 22 წლის ბიჭი კი ადგილზე დაიღუპა.