სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ფოტო: უიმბლდონზე ბექჰემი დაიჩრდილა - ვინ მიიპყრო საზოგადოების სრული ყურადღება

    ფოტო: უიმბლდონზე ბექჰემი დაიჩრდილა - ვინ მიიპყრო საზოგადოების სრული ყურადღება
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამერიკელ ჩოგბურთელს, ტეილორ ფრიცს, რომელიც უიმბლდონის მეოთხედფინალში თამაშობდა, ულამაზესი მეგობარი გოგონა ჰყავს და მისი ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს.

    მოდელი მორგან რიდლი რაფაელ ნადალისა და ფრიტცის შეხვედრას დაესწრო, გადამღები ოპერატორი კი მისით ისე მოიხიბლა, რომ ბოლოს უკვე ამერიკელის მიერ თითოეულ ჩაგდებულ ქულაზე მის პარტნიორს აჩვენებდა.

    ამ შეხვედრაში რიდლის შეყვარებული დამარცხდა და უიმბლდონის ნახევარფინალში ნადალი გავიდა, მაგრამ უკვე ვიცით, რომ ესპანელი ტრავმის გამო მოეხსნა და ფინალში ნიკ კირიოსი უბრძოლველად გავიდა.

    გულშემატკივრები მატჩის შემდეგ წერდნენ: "ნადალი ლეგენდაა, მაგრამ მგონი, ერთადერთი ვარ, ვისაც ფრიტცის გამარჯვება სურდა, რადგან მორგან რიდლს ეკრანზე უფრო ხშირად ვნახავდი";

    "დაუჯერებელია, დევიდ ბექჰემი მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა კადრში, მორგან რიდლი - 87-ჯერ".

    ფოტო: უიმბლდონზე ბექჰემი დაიჩრდილა - ვინ მიიპყრო საზოგადოების სრული ყურადღება