სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „თითო ადამიანმა 30 ხმა უნდა მომცეთ!“- ნუცა ბუზალაძე თანადგომას ითხოვს

    „თითო ადამიანმა 30 ხმა უნდა მომცეთ!“- ნუცა ბუზალაძე თანადგომას ითხოვს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ნუცა ბუზალაძე ასობით მონაწილიდან ამერიკული მეგაპროექტის “American Idol”-ის TOP 24 მონაწილეს შორის მოხვდა.

    ნუცა გულშემატკივრებს დახმარებისთვის მიმართავს და ხმის მიცემის პროცედურებს განუმარტავს. მოგეხსენებათ ქართველი მომღერალი ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ.

    „ორშაბათს დაიწყება @americanidol -ის მიმდინარე სეზონზე ხმის მიცემა! თუ გსურთ, რომ მოვხვდე ტოპ 20 კონკურსანტს შორის თითო ადამიანმა 30 ხმა უნდა მომცეთ!

    ამისთვის არსებობს 3️⃣ გზა:

    🌟 მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote,

    🌟მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

    🌟მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ჩემს ნომერზე რომელიც ორშაბათს გვეცოდინება და დავწერ!

    მართლა თქვენი იმედი მაქვს🌟✨♥️!“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

    მომღერალი საკმაოდ დიდი წარმატებით მიიწევს წინ პროექტში და ქვეყანაც არაერთხელ ასახელა.