სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ქართველი მწერლის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი ნეპალის მთებში

    VIDEO: ქართველი მწერლის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი ნეპალის მთებში
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნეპალის ცაში პარაპლანით ფრენის კადრებს თეონა დოლენჯაშვილი გვიზიარებს. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, მწერალი, ფრენისას საქართველოს ჰიმნს ასრულებს და ნეპალელი ინსტრუქტორის მოწონებასაც იმსახურებს.

    "ვიდრე პარაპლანით გადმოვეშვებოდით, 40 წუთი დელიკათი ვიარეთ და ისეთ სიმაღლეზე ავედით, მიწა არ ჩანდა. ხედებით და მთებით საქართველოს ჰგავს" - "პრაიმტაიმთან" საუბარს იწყებს თეონა.

    მწერალი ემოციებს გვიზიარებს და აღიარებს, რომ სრული თავისუფლების და ღმერთთან სიახლოვის შეგრძნება დაეუფლა.

    თეონა დოლენჯაშვილი:" შიში საერთოდ არ მქონია. საოცარი შეგრძნებები დამეუფლა. ფოხარას მთებზე და ფოხარას ტბის თავზე ფრენა, ცალკე გამოცდილება იყო.

    პილოტი ძალიან მუსიკალური შემხვდა. ნეპალურ სიმღერებს უტკბილესად მღეროდა და მთხოვა, შენც იმღერე რამეო. "ჭრელო პეპელათი" დავიწყე და საქართველოს ჰიმნით დავასრულე.

    ეს არის სრული განთავისუფლება მიწისგან და ცაში, მარტო ღრუბლებში, ღმერთთან ახლოს ყოფნის განცდა."