სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მასხარა ზელენსკი სააკაშვილს ქვეშა**იას ეძახდა" - რას წერს ქართველი ჟურნალისტი

    "მასხარა ზელენსკი სააკაშვილს ქვეშა**იას ეძახდა" - რას წერს ქართველი ჟურნალისტი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში ძალიან ჩასაფიქრებელ პოსტს აქვეყნებს:

    "დააკვირდით, რა გააკეთეს ნაცსექტანტებმა:
    ჯერ თვითონ დაიბუდეს უკრაინაში, თანამდებობები დაირტყეს იმ კრეტინი პოროშენკოს დროს და კაბინეტებშიც მოკალათდნენ მანიაკი სააკაშვილის მეთაურობით!
    პოროშენკო, როგორც იქნა, მიხვდა, რა თავისტკივილიც აიტეხა, ქეჩოთი გაათრევინა ქვეყნიდან და მიმყოლებიც მიაყოლა პოსტებიდან!

    მერე იყო და, ამ მასხარამ, ზელენსკიმ, საქვეყნოდ რომ დასცინოდა და, უკაცრავად, ქვეშაჯვიას ეძახდა სცენიდან, ის სააკაშვილი დააბრუნა და რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნა! ახლაა და, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, მთელი საქართველო უკრაინის ომის მძევლად აქციეს! საქართველოს ომში ჩართვა უნდოდათ და რომ არ გამოუვიდათ, თვითონაც ნელ-ნელა გამოიძურწნენ (სული ტკბილია!), თორემ "ქართული ლეგიონი" უკვე რვა წელია, უკრაინაშია და ახლანდელ თავგამოდებულებს აქამდეც არავინ უშლიდა იქ ჩასვლას! კარგად დააკვირდით ნაცსექტის და მისი პროპაგანდის ისტერიკას:
    უკრაინას თუ არ "ასლავებ", იარლიყი გამზადებული აქვთ, - რუსეთუმე ხარ!

    ასე გადაიქცა უკრაინის ომი საქართველოს ომად! დისტანციურად! ხელისუფლებით დაწყებული და ჩვეულებრივი ადამიანით დამთავრებული, აბა, ვინმემ გაბედოს ზელენსკის და მისი მთავრობის კრიტიკა კიევიდან წამოსული ბინძური ბრალდებების და მტრული სურვილების საპასუხოდ! მზად არიან: "რუსეთუმეეე!" არადა, ნაცსექტანტებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინაც და უკრაინელებიც! საქართველოც! რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაც! დიახ, ფეხებზე ჰკიდიათ, თორემ რუსეთს აქამდეც არაერთი ქვეყანა დაუუთოვებია და მათი წკრუნიც არ ისმოდა! ბევრი მათგანი მაშინაც სრულწლოვანი იყო, ჩეჩნეთს რომ აუთოვებდა. რატომ არ გულშემატკივრობდნენ?! მაშინ პარლამენტში იყვნენ, დეპუტატები, სააკაშვილიც და სხვებიც! სად არის მათი მხარდამჭერი განცხადებები?! შეგახსენებთ: ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის დამოუკიდებლობა პირველმა საქართველოს რესპუბლიკამ ცნო 1991 წელს! რა, ეს არ იცოდნენ?!
    ახლა ეცოდინებათ! წუპაკი მამაძაღლები!", - წერს მძინარაშვილი.