სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საშინელი სტატისტიკა - რომან ფიფია დინამო თბილისის დასანგრევად ყველაფერს აკეთებს

    საშინელი სტატისტიკა - რომან ფიფია დინამო თბილისის დასანგრევად ყველაფერს აკეთებს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    21-ე საუკუნეში საქართველოს ყველაზე პრესტიჟული კლუბი, "დინამო თბილისი" მხოლოდ რეგრესს განიცდის. ეს ყველაფერი "პაიდესთან" საშინაო მოედანზე მარცხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

    რომან ფიფია "დინამოს" 2011 წლიდან უძღვება, ამ პერიოდის განმავლობაში ქართული კლუბი ევროასპარეზზე ბევრჯერ შერცხვა. ფიფია კი მხოლოდ მწვრთნელების შეცვლას განაგრძობს ძირეული ცვლილებები კი არ ხორციელდება. ბოლო 11 წელში "დინამო თბილისმა" 18 მწვრთნელი გამოიცვალა.

    რომან ფიფიას ეპოქაში "დინამოელი" მწვრთნელების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

    2011 - კახა კაჭარავა
    2011 - ალექს გარსია
    2011 - გიორგი დევდარიანი
    2012 – ნესტორ მუმლაძე
    2012-13 – დუშან-უჰრინ უმცროსი (ჩემპიონატი და თასი)
    2013-14 – მალხაზ ჟვანია (ჩემპიონატი და თასი)
    2014 – მიხაელ ბილეკი
    2014-15 – კახაბერ გოგიჩაიშვილი
    2015-16 – გია გეგუჩაძე (თასი)
    2016 – იურაი იარაბეკი (თასი და ჩემპიონატი)
    2016-2017 – ვიაჩესლავ გროზნი
    2017-18 – კახა კაჭარავა
    2018-19 – ზაურ სვანაძე
    2019-20 – ფელის ვისენტე (ჩისკო მუნიოსი) – (ჩემპიონატი)
    2019-20 – კახაბერ ჩხეტიანი
    2020-20 – ჩისკო
    2020-21 – გიორგი ნემსაძე
    2021-22 – კახა ცხადაძე
    2022 – გია ჭიაბრიშვილი