სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რიანასა და A$AP Rocky-ის პატარა ბიჭი სააღდგომო ფოტოებში ძვირადღირებული სამკაულით გამოჩნდა - ფოტოები

    რიანასა და A$AP Rocky-ის პატარა ბიჭი სააღდგომო ფოტოებში ძვირადღირებული სამკაულით გამოჩნდა - ფოტოები
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში რიანასა და A$AP Rocky-ის პატარა ბიჭის ფოტოები გავრცელდა, რომლის სახელი დღემდე მედიისთვის უცნობია. რიანას შვილს ბრილიანტებით გაფორმებული კურდღლის ყურები და ასევე ბრილიანტის ყელსაბამი აქვს, ცოცხალი კურდღლების გარემოცვაში ზის ბალახში და პოზირებს.

    აღნიშნული ფოტოები უცხოურ მედიაშიც გავრცელდა.

    ბავშვი 13 მაისს დაიბადა, თუმცა მისი სახელი ჯერჯერობით უცნობია. რიანას თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესმა გულიც დაწყვიტა, რადგან ისინი უკვე მზად იყვნენ, როგორ სტილს აირჩევდა სტილის კერპად აღიარებული ვარსკვლავი საკუთარი ქალიშვილისთვის.

    შეგახსენებთ, რომ მომღერალი კვლავ ორსულად არის და მეორე ბავშვს ელოდება. ეს ამბავი Super Bowl-ის ფინალის მუსიკალური შოუს შემდეგ, ოფიციალურად დაუდასტურა.