სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დედას ლიფტშივე გაუჩერდა გული... შვილს თავის ქალის სიცოცხლესთან შეუთავზებელი დაზიანებები აღენიშნებოდა“ - ექიმები გორთან მომხდარი ავარიის შესახებ

    "დედას ლიფტშივე გაუჩერდა გული... შვილს თავის ქალის სიცოცხლესთან შეუთავზებელი დაზიანებები აღენიშნებოდა“ - ექიმები გორთან მომხდარი ავარიის შესახებ
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ გომთან ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 - დედა-შვილი კლინიკაში დაიღუპა.

    დაშავებულები “გორმედში” გადაიყვანეს, თუმცა დედა-შვილის გულის ამუშავება, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სოფელ გომიდან იყვნენ.

    ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, დედა-შვილის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე უმძიმესი იყო.

    "ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს დაშავებულები. დედას ლიფტშივე გაუჩერდა გული, თუმცა პირველ ეტაპზე ამუშავება შევძელით, მაგრამ საბოლოოდ პაციენტი მიღებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება შვილს, მას თავის ქალის დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა." - უთხრეს ტვ.მონიტორინგის ჟურნალისტს "გორმედში“.