სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 12 წლის გოგონას დედა მიმართვას ავრცელებს და ყველას, ვინც 16 მარტს ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა, დაკავშირებას სთხოვს

    12 წლის გოგონას დედა მიმართვას ავრცელებს და ყველას, ვინც 16 მარტს ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა, დაკავშირებას სთხოვს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    16 მარტს დიდ დიღომში, ტრაგიკულად გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში მოქმედ ერთ-ერთ ჯგუფში პოსტს აქვეყნებს, იმ ღამეს, ტრაგედიის ადგილას გამვლელ ადგილობრივ მცხოვრებლებს ნებისმიერ დეტალზე დაკავშირებას სთხოვს და აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

    "ანი იანუშაიტიტეს დედა გწერთ. გთხოვთ ყველას, ვინც 16 მარტს 22:00-24:00 საათამდე სეირნობდით და იმყოფებოდით ლელო არენის და ხელოვნების კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმორჩილესად გთხოვთ, დამიკავშირდით პირადში. თუნდაც უმნიშვნელო დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია. ანი მოკლულია და მკვლელი ქუჩაშია," - წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.