სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქრისტიანების დიდება - წმინდა ცეცხლი გარდმოვიდა

    ქრისტიანების დიდება - წმინდა ცეცხლი გარდმოვიდა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შაბათი, 2023 წლის 15 აპრილი. წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

    საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

    წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის საიდუმლოს იესო ქრისტეს აღდგომის ყოვლისმომცველი სასწაული განაპირობებს. ეს განუყოფელი მოვლენა მიეცა კაცობრიობას, როგორც ნიშანი და ბეჭედი მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა.

    როგორც ცნობილია, ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა აღესრულება ძველი სტილით - იულიანური კალენდრით, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დადგენილი ქრისტეს აღდგომის გამოთვლის წესის მიხედვით, და მხოლოდ მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ხელით.

    პირველი ცნობები ზეციული ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ უკვე ადრე შუა საუკუნეებში გვხვდება. V-VI საუკუნიდან ამ მოვლენაზე საუბარია სხვადასხვა წყაროებში, თუმცა მინიშნებების დონეზე. პირველი მკაფიო ისტორიული ცნობა უფლის საფლავზე „ზეციური ნათელის“ შესახებ მემატიანეებთან ჩნდება IX საუკუნიდან.