სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება..ემზარისთან და ბავშვებთან დამაბრუნებს"- ომში დაკარგულ სიყვარულთან ქართველი ემიგრანტი ასე ბრუნდება

    „მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება..ემზარისთან და ბავშვებთან დამაბრუნებს"- ომში დაკარგულ სიყვარულთან ქართველი ემიგრანტი ასე ბრუნდება
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი ემიგრანტი, წარმოშობით სოხუმელი ნინო კვარაცხელია, რომელმაც 40 წლის წინ დაკარგული სიყვარული, ემზარ ჯღარკავა იპოვა, სამშობლოში მალე დაბრუნდება.

    ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს: „მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება….აი ის, ემზარისთან და ბავშვებთან რომ დამაბრუნებს…მანამდე კი გამძლეობა მომეცი ღმერთო…მიჭირს, ძალიან მიჭირს…..რთული აღმოჩნდა განსაცდელი ჩემთვის, რომელსაც ემიგრაცია ჰქვია…უცხოა აქ ყველაფერი და არასოდეს არ გახდება ჩემი…“ – წერს ნინო კვარაცხელია.

    ნინო კვარაცხელია და ემზარ ჯღარკავას სიყვარულის ისტორია სოხუმში ომამდე დაიწყო და 2 წელს გაგრძელდა, მერე ემზარი ჯარში გაიწვიეს...

    მერე ომი დაიწყო და მათი გზები გაიყარა...

    ერთმანეთს 40 წლის შემდეგ, სოციალურ ქსელში იპოვეს და ამჯერად სამუდამოდ... ემზარმა ნინოს ხელი სთხოვა...