სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 500-დღიანი იზოლაციის შემდეგ ესპანელი ქალი გამოქვაბულიდან გამოვიდა.

    500-დღიანი იზოლაციის შემდეგ ესპანელი ქალი გამოქვაბულიდან გამოვიდა.
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 500-დღიანი იზოლაციის შემდეგ ესპანელი ქალი გამოქვაბულიდან გამოვიდა.

    ბეატრის ფლამინი ესპანელი ექსტრემალი სპორტსმენია, რომელიც გამოქვაბულში 2021 წლის 21 ნოემბერს შევიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მას ადამიანებთან არანაირი პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია.

    ფლამინი მეცნიერული ექსპერიმენტის მოხალისე მონაწილეა. გამოქვაბულში გატარებული პერიოდის განმავლობაში მას მეცნიერები ყურადღებით აკვირდებოდნენ, რათა გამოეკვლიათ სოციალური იზოლაციისა და დროებითი დეზორიენტაციის გავლენა ადამიანის მიერ დროის აღქმაზე.

    "ჩარჩენილი ვარ 2021 წლის 21 ნოემბერში. არაფერი ვიცი მსოფლიოს შესახებ", - განაცხადა ქალმა გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდეგ.

    წყარო: primetime.ge