სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ილია მეორის ტაძარში მოსვლა გმირობა იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა" - მეუფე ნიკოლოზი

    "ილია მეორის ტაძარში მოსვლა გმირობა იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა" - მეუფე ნიკოლოზი
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პატრიარქი ილია მეორე ძალიან დასუსტებულია, ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს.

    მეუფის თქმით, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ეპისტოლეში არცერთი სიტყვა არ დაწერილა.

    "ყოველ წირვაზე მოსვლა მისთვის ეს არის რაღაც ახალი მორიგი გმირობა, იმიტომ, რომ ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია და ჩვენ გვითხრეს, რომ მოვიდოდა წირვისთვის. წირვაში მონაწილეობა მიიღო, ეზიარა თვითონ. შემოსით არ შემოსილა და რამდენიმე სიტყვით კიდევაც მიმართა მრევლს. ისეთ ფაზაში შედის უკვე ჯანმრთელობა, რომ აი, რამდენ ხანს შეძლებს, ასე რომ ითქვას. ავად არ არის, მაგრამ სუსტდება თანდათანობით. პატრიარქი თავისი ხელით ვერ დაწერს ამ ეპისტოლეს, ეს ყველასათვის ცხადია, მაგრამ არცერთი სიტყვა მასთან შეთანხმების გარეშე ამ ეპისტოლეში არ იქნება“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.